რეზონანსი
18.08.2026

ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ისეთი განცხადებებითა და ისეთი მსჯელობებით, რომლებიც პირდაპირ ხალხთაშორის ურთიერთობის შესაძლო რაიმე ნორმალიზაციაც კი ძირშივე ტორპედირებას უკეთებს, იქითკენ არის მიმართული, რომ არ აღდგეს გარკვეული ურთიერთობის ან ხიდები ან ნდობის ჩამოყალიბების პროცესი, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს. ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის შესათავაზებლად უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×