რეზონანსი
18.08.2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის "ფეისბუქ-გვერდზე" ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.

"მოვიდა დრო" [ასევე ითარგმნება, როგორც: "ჩვენ დრომდე", "წამოვიდა დროზე"] - წერია პოსტში.

ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია.

დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ

"სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა" - ამბობს კობა ახალაძე ვიდეოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×