
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც რუსი ბლოგერი საქართველოში რუსულენოვანი მომსახურების მიღებას მოითხოვს და ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე მცდარ ნარატივებს ავრცელებს, ქართველმა ინფლუენსერმა თათია თექთურმანიძემ უპასუხა. თექთურმანიძემ, რომელიც თავად რუსეთში გაიზარდა და რუსულ ენას სრულყოფილად ფლობს, ვიდეოში დეტალურად განმარტა სამართლებრივი, ეკონომიკური და მორალური ასპექტები.
თათიას ვიდეომ ერთ დღეში 20-ათასამდე მოწონება და კიდევ უფრო მეტი ნახვა მოაგროვა.
თათია თექთურმანიძე გამოეხმაურა ბლოგერის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ტურისტი/სტუმარი გადასახადების გადახდის სანაცვლოდ ითხოვს მომსახურებას მისთვის სასურველ ენაზე.
„სახელმწიფო ენა არის ქართული. ის, რომ რუსული ენა ისტორიულად იყო საერთაშორისო ენა რუსეთის იმპერიაში თუ საბჭოთა კავშირში, არანაირ მორალურ თუ სამართლებრივ უფლებას არ გაძლევთ, სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს მოსთხოვოთ რუსულად ლაპარაკი. თქვენ გადასახადებს რუსეთის ფედერაციას უხდით და არა საქართველოს. 30 ლარად ხინკლის ყიდვა არ წარმოშობს საერთაშორისო რუსულენოვანი მომსახურების მიღების ვალდებულებას“, - აცხადებს ვიდეოში თექთურმანიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე