რეზონანსი
19.08.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ქუთაისში მდებარე ახალი ბაზის ტერიტორია 150-მდე თანამშრომელზეა გათვლილი. ტერიტორიაზე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები.

ასევე მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, მათ შორის, გამნაღმველებისთვის განკუთვნილი სპეციალური შენობა და კინოლოგიის სამსახურის ძაღლებისთვის ვოლიერები. ბაზაზე ასევე აშენდა სასადილო და სპორტული დარბაზი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება აქტიურად გრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×