რეზონანსი
19.08.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა  ქობულეთსა და ქედაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი  შენობები გახსნა.

მინისტრმა, პირველ მოადგილესთან - რონი მესხთან, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახალი შენობები დაათვალიერა, სამართალდამცველებს გაესაუბრა და წარმატებული საქმიანობის გაგრძელება უსურვა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა,  საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ახლად აშენებული შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი და სასადილო ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

აჭარის  პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა, 40-მდე თანამშრომელზე,  ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის შენობა 24 სამართალდამცველზეა გათვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×