
მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „ქართული ოცნება“ - მიმართა. ცესკო-სთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ დღევანდელი სხდომაზე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო ბიულეტენში „ლელო-ძლიერი საქართველო“, საარჩევნო ნომრით - 9, ხოლო „ქართული ოცნება“ - 41 იქნება წარმოდგენილი.
2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. შესაბამისად, ამომრჩევლები მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
3 სექტემბერი ბოლო ვადაა, როცა არჩევნებში მონაწილე პარტიებმა შესაბამისს საოლქო საარჩევნო კომისიებს მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა წარუდგინონ.
ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2 201- ია.