რეზონანსი
19.08.2026

12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მე­ში სულ უფრო მეტი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა ჩნდე­ბა. ამ­ჯე­რად, Facebook-ში, და­დი­ა­ნი­ძის პი­რად გვერ­დზე, ოსურ დი­ა­ლექ­ტზე პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა. Арцыд растаг - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში, რაც ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს - „დრო მო­ვი­და“. გარ­და ამი­სა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ, რომ გუ­რა­მის­თვის მათ მიერ მი­წე­რი­ლი მე­სი­ჯე­ბიც წა­კი­თხუ­ლია.

ასე­ვე, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მის, კახა გე­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ე.წ. ფეიქ-ექა­უნ­თი შე­იქ­მნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, კობა ახა­ლა­ძე აქ­ვეყ­ნებს.

„მე­გობ­რე­ბო, მე­ო­რე შო­კის­მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით გიბ­რუნ­დე­ბით. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­კეთ­და Facebook-ზე კახა გე­ლაშ­ვი­ლის ფეიქ-ექა­უნ­თი, სა­დაც სა­ხელ­ზე წე­რია კახა გე­ლაშ­ვი­ლი, ნიქნე­იმ­ში წე­რია „გუ­რი­კო 96“ და ნო­მე­რი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ისერ­ჩე­ბა გუ­რი­კო ნინი.

გა­და­ვა­მოწ­მეთ ეს ნო­მე­რი და Viber-ში ექა­უნთზე, რო­მელ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად თვი­თონ მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა და­ა­წე­როს სა­ხე­ლი, წე­რია აი, ეს სა­ხე­ლი - Арцыд растаг. ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან დიდ თა­მაშ­თან გვაქვს საქ­მე და გა­მო­ძი­ე­ბაც ცხელ კვალ­ზე და­ად­გე­ბა“, - ამ­ბობს კობა ახა­ლა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×