რეზონანსი
19.08.2026

აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით, გაგზავნილი ასობით ტონა საწვავის ფონზე, ქართველი სამართალდამცველები, გალში მცხოვრებ ქართველებს, საწვავის გადატანაზე ლიმიტს უწესებენ.

როგორც BMG-ის ადგილობრივებმა განუცხადეს, რიგითი ქართველისთვის, ენგურის ხიდზე, მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის გადატანაა დაშვებული.

"მოგეხსენებათ, აფხაზების საგუშაგომდე მიმავალი ყველა ტრანსპორტი სისტემატურად მოწმდება. რაც საწვავის დეფიციტი დაიწყო, ახლა ამაზე გამკაცრდა კონტროლი, იქამდეც იყო საბურავებზე, ხან რაზე და ხან - რაზე, ვერ გაიგებ. არც არავინ აგიხსნის ნორმალურად, თუ რას რატომ ზღუდავენ ან უშვებენ. დღეს, მორიგი კონტროლის გავლის დროს, გამოგვიცხადეს, რომ მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის შეტანის უფლებას გვაძლევენ, თუ რა ხდება 20 ლიტრის მერე, მინდოდა მეკითხა, მაგრამ შარს მოვერიდე“, - განუცხადა BMG-ს გალის მკვიდრმა, რომელიც ზუგდიდი - ენგურის ხიდის მიკროავტობუსით ხშირად გადაადგილდება.

მისივე თქმით, გაურკვეველია საწვავის რა რაოდენობის გადატანის უფლებას იძლევა რუსულ-აფხაზური ე.წ. კონტროლი.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, გალში საწვავის ფასი 100 რუსული რუბლიდან 170 რუბლამდე მერყეობს, ოჩამჩირეში სულ რაღაც 75 რუბლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×