რეზონანსი
19.08.2026

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, აქტიურად აგრძელებს ციფრული არხების განვითარებას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელი საბანკო გამოცდილების შექმნას. 

ამჯერად,  ბანკმა მობაილ ბანკის განახლებული ვერსია წარადგინა - აპლიკაციაში სრულად განახლდა ძირითადი გვერდების ინტერფეისი, რომლითაც მომხმარებლები ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს  უფრო სწრაფად, მარტივად და კომფორტულად შეასრულებენ.

მობაილ ბანკის განახლებული ვერსია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური საბანკო მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სერვისების განვითარებას.

„ლიბერთისთვის, მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მობაილ ბანკის განახლებული ინტერფეისიც, რომელიც ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს კიდევ უფრო სწრაფსა და  მარტივს ხდის. განახლებისას, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ ფუნქციებზე, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად იყენებენ. შედეგად, შემცირდა სასურველი ოპერაციის შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების რაოდენობა, გაუმჯობესდა ნავიგაცია და მომხმარებლები, ყველაზე მოთხოვნად სერვისებს კიდევ უფრო მარტივად მიიღებენ. ჩვენ, მომავალშიც გავაგრძელებთ მობაილ ბანკის განვითარებას და მომხმარებლებს შევთავაზებთ თანამედროვე, უსაფრთხო და მათ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ სერვისებს.“- ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

განახლებული მობაილ ბანკის მთავარ გვერდზე განთავსებულია სწრაფი ოპერაციების პანელი, რომელიც ოთხ ძირითად ფუნქციას აერთიანებს. მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე წამში შეასრულოს გადარიცხვა, შეავსოს მობილური ბალანსი, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ისარგებლოს სხვა ყველაზე მოთხოვნადი საბანკო სერვისებით პირდაპირ მთავარი გვერდიდან.

განახლდა „პროდუქტების“ სივრცეც, სადაც ერთიანად არის თავმოყრილი ლიბერთის ყველა აქტუალური საბანკო შეთავაზება. მომხმარებლებს ახლა კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ გაეცნონ ანაბრებს, სესხებს, ბარათებსა და სხვა პროდუქტებს, შეადარონ ისინი და შეარჩიონ საკუთარი საჭიროებების შესაბამისი მომსახურება.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო გადახდების ფუნქციონალსაც. განახლებულ სივრცეში მომხმარებლებს შეუძლიათ უფრო მარტივად მართონ გადახდები, შექმნან გადახდების ჯგუფები და რამდენიმე მოქმედებით შეასრულონ როგორც ერთჯერადი, ისე ყოველდღიური გადახდები. „გადახდის“ ღილაკიდან ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სერვისები - კომუნალური გადასახადები, ინტერნეტი, დაზღვევა და სხვა მომსახურებები, რომელთა მოძიება შესაძლებელია როგორც კატეგორიების, ასევე საძიებო ველის გამოყენებით.

ლიბერთის განახლებული მობაილ ბანკის გადმოწერა შესაძლებელია შემდებ ბმულზე: https://shorturl.at/5Uh2V

თუ ჯერ არ ხართ ლიბერთის მომხმარებელი, გაიარეთ მარტივი ონლაინ რეგისტრაცია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×