რეზონანსი
19.08.2026

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ,,უკრაინული ჩიტები” როდესაც ქართულ ნავთობტერმინალებზე მოფრინდებიან, საზოგადოება ამას ტაშით და სიხარულით უნდა შეხვდეს. ჩიხელიძის შეფასებით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასეთი ზიზღი სცდება პოლიტიკურ განსხვავებულობას.

,,ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას, ტაშითა და ოვაციებით შევხვდეთ... შესაძლოა, შენი ქვეყანა და შენი ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ ასეთი ზიზღი სცდება პოლიტიკურ განსხვავებულობას, შეიძლება ხელისუფლება არ მოგწონდეს, შეიძლება პოლიტიკური პოზიცია რადიკალურად განსხვავებული გქონდეს, მაგრამ ქართველების დაღუპვა ტრაგედიაა და არა სანახაობა, რომელსაც ტაშით უნდა შეხვდე. როცა ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მიზნისთვის იყენებ და სხვის სიკვდილში სიხარულს ხედავ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება,” - წერს დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×