
რუსთავში, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის- გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ავრცელებს.
ონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის წინა მხარეზე გამოსახულია, მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის.
მონეტის არეზე, ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა - ქორონიკონ 394. მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება - "მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".
"რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გვაქვს.
ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის- გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა.
მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია.
ექსპედიცია გრძელდება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე,“ - აღნიშნულია ლაცაბიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.