
12 წლის წინ, ლომისობაზე გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მალე ყველა შეკითხვას უპასუხებს.
“მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის…
ის, რაც ახლა ხდება, ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, აღმოჩნდა რომ ემოციურად ნამდვილად არ ყოფილა მარტივი.
ჟურნალისტებს კი მინდა გთხოვოთ, ცოტა დრო მომცეთ, რომ ფიზიკურად შევძლო კომენტარის გაკეთება. აუცილებლად მოგაწვდით ჩემს პოზიციას და ყველაფერზე ვისაუბრებ, როგორც კი ამის ფიზიკური შესაძლებლობა მექნება,“ - წერს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო. იმ ადგილას და მიმდებარედ, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით საგამოძიებო მოქმედებები და ძებნის სამუშაოები თავიდან ჩატარდა, გამოიყენეს სპეციალური ტექნიკა, სკანერი, თუმცა დაკარგული ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს.