
ცეკვის მასწავლებელი, რომელსაც ბრალი 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა, სენაკის სასმართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ დამნაშავედ ცნო.
59 წლის ქორეოგრაფ მამუკა მესხიშვილს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენს დაზარალებულის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
მეგობრული კონტექსტი“ — 11 წელი.
სამი ადვოკატი, უამრავი არგუმენტი და მცდელობა, რომ ბავშვის მიმართ მიუღებელი ქმედებებისთვის რაც შეიძლება „რბილი“ სახელები ეპოვათ.
კისერში კოცნა — „მეგობრული კონტექსტი“.
საზღვრების გადაკვეთა — ალბათ „განსაკუთრებული სითბო“.
და ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი სრულიად სხვა სახელს დაარქმევდა, სიტყვების თამაშით თურმე ჩვეულებრივ ურთიერთობად უნდა ქცეულიყო.
სამწუხაროდ, ერთი რამ გამორჩათ:
სიტყვების გადარქმევა რეალობას ვერ ცვლის.
სამი ადვოკატი იცავდა. ეს მათი უფლებაა.
მაგრამ, როგორც ჩანს, სამმა ადვოკატმაც ვერ შეძლო 11 წლის თავისუფლების აღკვეთის „მეგობრულ კონტექსტად“ გადაქცევა.
დღეს სასამართლომ საკუთარი შეფასება გააკეთა.
და ახლა ალბათ ყველაზე რთული ის იქნება, რომ სასამართლოს განაჩენს „მეგობრული კონტექსტი“ ვეღარ დაერქმევა.
11 წელი.
ზოგჯერ ადამიანს საკუთარი სიტყვები ყველაზე მწარედ უბრუნდება — განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობ ბავშვის საზღვრების დარღვევას „მეგობრობით“ შეფუთო.
ბავშვის ნდობა სათამაშო არ არის.
და „ღვაწლმოსილება“ არც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბილეთია," - წერს ლუკა კილასონია.
ცნობისთვის, მამუკა მესხიშვილი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს.