რეზონანსი
19.08.2026

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების პრესსპიკერი, აფრა ალ ჰამელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანთან ყველანაირ ვაჭრობას, კომერციულ გაცვლებსა და ფინანსურ ტრანზაქციებს "შემდგომ შეტყობინებამდე" აჩერებს.

"რეგიონული ესკალაციების ფონზე, რომელიც ძირს უთხრის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ყველანაირი ვაჭრობა, კომერციული გაცვლები და ფინანსური ტრანზაქციები ირანთან შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე", - წერს ალ ჰამელი.

გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც "მიზანში იღებდნენ საზღვაო ნავიგაციას" ზღვაში ჩავარდა. ირანი უარყოფა რაკეტების გაშვებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×