რეზონანსი
20.08.2026

სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია პირველ სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული მოსწავლეები.

„ჩინეთიდან პირველი ეტაპით გათვალისწინებული სასკოლო ფორმები მივიღეთ, რომელიც საჯაროს სკოლის პირველკლასელებისთვისაა განკუთვნილი. მიმდინარეობს დასაწყობება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადანაწილება თბილისსა და რეგიონებში. მოწოდების მეორე და მესამე ეტაპი ოქტომბერსა და ნოემბერში განხორციელდება, - განაცხადა შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორმა, მიხეილ ყუფარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×