რეზონანსი
20.08.2026

პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ აღნიშნულია, რომ პარტია "ახალი" "ნაციონალური მოძრაობის" გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი იყო.  სააკაშვილის მტკიცებით, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია გაიყვეს და "ახალი" აღარ არსებობს.

მის განცხადებას პარტია "ახალის" წევრი, თენგო თევზაძე ეხმაურება და ამბობს, რომ "არ აპირებენ იმ ტალახში ყოფნას, რა ტალახშიც ჩათრევა უნდათ მთლიანი ოპოზიციის".

"ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ამ სამწუხარო რეალობას ყოველთვის გაეცემა პასუხი, როდესაც იქნება ცრუ ბრალდება გარიგებასთან დაკავშირებით ვინმესთან, ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც არც არავის არ ვურჩევთ და ვერც ვერავის ვერ მივცემთ საფუძველს და უპასუხოდ ვერ დავტოვებთ, მაგრამ არ ვაპირებთ იმ ტალახში ყოფნას, რა ტალახშიც ჩათრევა უნდათ მთლიანი ოპოზიციის. გამორიცხულია, ეს არ მოხდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი. 

რატომღაც მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ეს გზა, რომ ის გახდეს მეორე პარტია "ქართული ოცნების" შემდეგ. ჩვენი გზა არის ის, რომ გავიმარჯვოთ "ოცნებაზე" და ვიყოთ გამარჯვებული ძალა. ვიბრძვით იმისთვის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მიხეილ სააკაშილი," - განაცხადა თენგო თევზაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×