რეზონანსი
20.08.2026

ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკრაინის სამიზნეებია და უკრაინული დრონების მოფრენას სიხარულითა და ტაშით უნდა შეხვდნენ, თბილისში აფასებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში მსგავსი მორალის ადამიანები დგანან. მისი თქმით, ისენი არიან ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენისთვის, მზად არიან, ქვეყანა გაწირონ.

"ამ მორალის მქონე, ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში და რადიკალურ ფრთაზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი პირადი გამორჩენისთვის მზად არიან, რომ საკუთარი ქვეყანა გაწირონ. უბრალოდ, მათ საკუთარი ქვეყანაც კი არა აქვთ. ისინი არიან ხალხი, რომლებიც ისე დაიწყებენ ომს, თუ ჩვენს ქვეყანაში მსურველები არიან ომის დაწყების, ტერიტორიების განადგურების, თუ ხალხის დახოცვისა და დაღუპვისა, რომ ამაზე საერთოდ არც კი ფიქრობენ. ეს არის სახე იმისა, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს, ფსკერს, ფსკერს პოულობს კოლექტიური ნაცმოძრაობა." - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×