რეზონანსი
20.08.2026

როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ისე არ უნდა ილაპარაკონ ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა, თუ ფულის აღებაზე - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას.

ხვიჩია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას, რომ ხვიჩიას პარტია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სატელიტია, აბსურდს უწოდებს.

„რა უნდა ვთქვა ამ აბსურდზე, მაგრამ გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს დასვან კითხვა - საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ და შეიძლება დღემდე ფინანსდებიან. თან ამაზე მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ, აგერ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ეს პრეტენზია. სანამ სხვისი ფულის აღებაზე ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ისე არ უნდა ილაპარაკონ ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა, თუ ფულის აღებაზე“ - აღნიშნა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×