რეზონანსი
20.08.2026

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს და ეხ­მი­ა­ნე­ბა შსს-ს გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად კა­კა­ბა­ძებ და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­დი­ა­ნი­ძის დე­დამ, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გვერ­დზე პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ:

"მო­გიყ­ვე­ბით სი­მარ­თლეს: 2026 წლის 16 ავის­ტოს, ჩემს ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე - არი­ელ კა­კა­ბა­ძე/ Tariel Kakabadze მომ­წე­რა ადა­მი­ან­მა ფე­ის­ბუქ პრო­ფი­ლით "ნას­ვა­მი ჩო­ჩო­რი".

მი­თხრა, რომ ჩარ­თუ­ლია გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის პრო­ცეს­ში და სურ­და დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. მე სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­ვიქ­ვი მისი ნათ­ვა­მი, მაგ­რამ ვუ­თხა­რი რომ თუ რამე ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­და, მო­ე­წო­დე­ბი­ნა ჩემ­თვის და მო­ე­წე­რა პრო­ფილ­ზე: Tariel Kakabadze.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფი­ლის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­და და თა­ვად ვი­პო­ვე ის. ამის შემ­დეგ მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კახა გე­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით შექ­მნილ ფეიკ გვერ­დი­დან თა­ვად კახა გე­ლაშ­ვი­ლი იყო შე­სუ­ლი და ასე­ვე შე­სუ­ლი იყო სხვა პი­როვ­ნე­ბაც ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან. მისი თქმით, პოს­ტი "დედა ცო­ცხა­ლი ვარ" და­დე­ბუ­ლია კახა გე­ლაშ­ვი­ლის მიერ.

ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ლებ­ლივ მი­ა­წო­და გა­მომ­ძი­ე­ბელ­სა და პრო­კუ­რორს.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­მოვფრინ­დი, 10 სა­ა­თი­ა­ნი ფრე­ნის შემ­დეგ. ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა არ მქონ­და 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩა­მოფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მე­სენ­ჯერ­ში ვკი­თხუ­ლობ ამ ე.წ. ფე­ი­კი­დან შე­მო­სულ მე­სიჯს სა­დაც მა­ტყო­ბი­ნებს, რომ მისი და­წე­რი­ლია ოსურ ენა­ზე პოს­ტი: "დად­გა ჟამი".

რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ გა­მო­ი­ყე­ნა ეს ადა­მი­ა­ნი ჩემს გა­სა­შა­ვებ­ლად, მაგ­რამ მე ყვე­ლა ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ჩემს პოსტს და­ვურ­თავ აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­ში­დან შე­მო­სუ­ლი მე­სი­ჯის სქ­რინს და ასე­ვე ჩემი პა­სუ­ხის სქ­რინს, სა­დაც ვსაყ­ვე­დუ­რობ მას, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია!

სას­წრა­ფოდ დად­გინ­დეს ვინ იმა­ლე­ბა "ნას­ვა­მი ჩო­ჩო­რი"-ს უკან!" - წერს ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×