
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილებს სოციალურ ქსელში აფასებს და ,,თვითდამაზიანებელ წერილობანას" უწოდებს.
აბაშიძის თქმით, ამ მარგინალური გზავნილების ავტორმა ფულის გათეთრება აღიარა და სასჯელიც ამის გამო აქვს მისჯილი. ის ინტერესდება, როდემდე აპირებს ღარიბაშვილი წერილების გამოქვეყნებას, რომლის ერთადერთი შედეგი მისივე კრახია.
,,მგზავრობისას შეძენილი მდარე, თხელყდიანი მინი-რომანი ისედაც არაფრისმომცემია, მაგრამ როცა ამ კლასიკური პასკვილის (მესამე წერილი) ავტორი პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილია, ვიღებთ ფიქციას: ავტორის უოსტატო, პოლიტიკანურ „პროზას“.
მსჯავრდებულ ექს-პრემიერს პოლიტიკური წარსული ხმამაღალი აქვს, მაგრამ სატუსაღოდან გამოგზავნილი წერილების შინაარსი სრულიად უხეიროა და ჰაერშია გამოკიდებული.
თუმცა მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია და სასჯელმისჯილი. ასეთი უსახური უსტარები თუ „მინი-რომანები“ გვანან ორ დამტვრეულ ფანჯარას ძველ ავტობუსში — შიგნით არაფერია, გარეთ კი მხოლოდ მტვერია.
როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა ამგვარი, თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე?" - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.