რეზონანსი
20.08.2026

 როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებს საკუთარი სამშობლოს მიმართ?! ასეთ აღიარებას ნუ ველით - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობოთა ნაწილს, რომელიც საზოგადოებას გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამანგრეველ შედეგებში არწმუნებდა, პასუხი არც ახლა აქვთ - არც აკრძალული ორგანიზაციების სია წარმოუდგენიათ და არც დაზარალებული ფერმერების, სტუდენტების, ან ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია.

„როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებს საკუთარი სამშობლოს მიმართ?! ასეთ აღიარებას ნუ ველით. ისინი [ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით] ამას არ აღიარებენ და ამით საკუთარ დანაშაულს, რეალურ სახეს კიდევ ერთხელ არ აჩვენებენ ჩვენს საზოგადოებას, რა მტრული ძალები არიან საქართველოს წინააღმდეგ განწყობილები" - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×