რეზონანსი
21.08.2026

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია მე­გან მარ­კლი, შე­საძ­ლოა, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას და­უბ­რუნ­დეს. წყა­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მე­ფო წყვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან, არ უარ­ყო­ფენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მე­გან­მა ახა­ლი როლ­ზე შე­თა­ვა­ზე­ბა უკვე მი­ი­ღო. საერთაშორისო გამოცემების ცნობით, ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ჰერ­ცო­გი­ნი­ას­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ახა­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტია.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, კონ­კრე­ტუ­ლად რა როლ­ზე ან პრო­ექ­ტზეა სა­უ­ბა­რი. თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ სა­ს­ექ­სე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე დაბ­რუნ­დე­ბი­ან, რად­გან მათ­მა შვი­ლებ­მა: 7 წლის პრინცმა არ­ჩიმ და 5 წლის პრინ­ცე­სა ლი­ლი­ბეტ­მა, სექ­ტემ­ბრი­დან სწავ­ლა ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში უნდა და­ი­წყონ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე­გა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი დრა­მით - „Suits“ არის ცნო­ბი­ლი, სა­დაც ის 7 სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იუ­რისტ რე­ი­ჩელ ზე­ი­ნის როლს თა­მა­შობ­და. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბოლო ეპი­ზო­დი ეკ­რა­ნებ­ზე 2018 წელს გა­მო­ვი­და. პრინც ჰა­რი­ზე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე­გან­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა შე­ა­ჩე­რა და მა­შინ BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბას არა და­ნა­კარ­გად, არა­მედ „ახალ ფურ­ცლად“ მი­იჩ­ნევ­და.

ცოტა ხნის წინ, თით­ქმის ათწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, მეგანი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ეკ­რან­ზე - მან სა­კუ­თა­რი თავი ითა­მა­შა მო­მა­ვალ კო­მე­დი­ა­ში - „Close Personal Friends“, სა­დაც მთა­ვარ რო­ლებს ლილი კო­ლინ­ზი და ბრი ლარ­სო­ნი ას­რუ­ლე­ბენ.

კა­რი­ე­რა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ჰერ­ცო­გი­ნი­ას­თვის საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. გარ­და ამი­სა, ის იმე­დოვ­ნებს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას თა­ვი­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და ცხოვ­რე­ბის სტი­ლის ბრენ­დის - „As Ever“-ის გლო­ბა­ლურ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც შე­უ­წყობს ხელს.

ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ლონ­დო­ნის გა­რე­უ­ბან­ში, კერ­ძო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იცხოვ­რებს, რო­მელ­საც სა­მე­ფო ოჯახ­თან კავ­ში­რი არ აქვს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ ივ­ლის­ში გლოს­ტერ­შირ­ში, მეფე ჩარლზ III-ის რე­ზი­დენ­ციაში სტუმ­რო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღეს. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც მე­ფემ თა­ვი­სი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი პი­რა­დად ნახა, ხოლო თა­ვად წყვი­ლის­თვის ეს პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ვი­ზი­ტი იყო ბრი­ტა­ნეთ­ში 2022 წლის შემ­დეგ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მე­ფემ წყვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გა­სულ უქ­მე­ებ­ზე შე­ი­ტყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ნარ­ქი მი­ე­სალ­მე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უფრო ხში­რად ნა­ხოს სა­ს­ექ­სე­ბის ოჯა­ხი პი­რად გა­რე­მო­ში. ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს გეგ­მა, რომ ჰა­რიმ ან მე­გან­მა სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლონ.

წყვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, ბრი­ტა­ნეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი კვლავ დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნა. ახლა ხე­ლახ­ლა უნდა გა­და­წყდეს, ექ­ნე­ბათ თუ არა მათ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დაც­ვის უფ­ლე­ბა. 

პა­რა­ლე­ლუ­რად, პრინც ჰა­რის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ელის. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ირ­კვე­ვა, რა თან­ხის გა­დახ­და მო­უ­წევს მას და სხვა ცნო­ბილ პი­რებს (მათ შო­რის სერ ელ­ტონ ჯონს, ელი­ზა­ბეთ ჰერ­ლი­სა და ბა­რო­ნე­სა დო­რენ ლო­უ­რენსს) „Daily Mail“-ის გა­მომ­ცემ­ლის­თვის სა­სა­მარ­თლო ხარ­ჯე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად. მათ სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლეს კომ­პა­ნი­ას პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბის ბრალ­დე­ბით, თუმ­ცა გა­სულ თვე­ში სა­სა­მარ­თლომ მათი სარ­ჩე­ლი სრუ­ლად უარ­ყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×