რეზონანსი
21.08.2026

თბილისის პოლიციამ ქვეყანაში 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“-ს გავრცელების მცდელობა აღკვეთა. ნარკოტიკის ღირებულება ე.წ შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის მცდელობის, უკანონოდ გადაზიდვის მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილი ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავდა. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ის ამანათს, ავტოსადგომზე დახვდა, რის შემდეგაც დედაქალაქის დატოვებას შეეცადა. პოლიციამ მამაკაცი თბილისის გასასვლელში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერა. ამოღებული ამანათი და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ", რომლის საბაზრო ღირებულებაც, ე.წ შავ ბაზარზე, დაახლოებით მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი საზღვარგარეთიდან მისთვის შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას გეგმავდა. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება თბილისში ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო. პოლიციის მიერ ოპერატიულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღკვეთილი იქნა ადრესატამდე ნარკოტიკების მიღება, რის შემდგომაც კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში დაკავებული იქნა აღნიშნული პირი“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×