რეზონანსი
21.08.2026

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

გოგა ბულიას, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, გარდაცვლილი პოლიციამ ნახა.

მანამდე სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, თეა გოდერიძე, დახმარებას ითხოვდა და წერდა, რომ მეუღლე წინა დღეს დაიკარგა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და სხვა გარემოებების შესახებ ოფიციალური დეტალები ცნობილი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×