რეზონანსი
21.08.2026

რუსული მხარის მიერ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 პირი, მათ შორის, 22 ბავშვი.

გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სავაჭრო ცენტრს უპილოტო საფრენი აპარატებით ორი დარტყმა მიაყენეს. თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრი დაზიანდა, ადგილზე გაჩნდა ხანძარი.

„სავაჭრო კომპლექსზე განმეორებითი დარტყმა „შაჰედით" განხორციელდა. საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. შესაძლებელია განმეორებითი დარტყმებიც", - განაცხადა კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×