
საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ, 3.3 მილიონი ვიდეოჯარიმა იწერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2026 წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი) უკვე გამოწერილია 927 189 ვიდეოჯარიმა, საიდანაც 46.5% დედაქალაქზე მოდის.
საქართველოში ვიდეოჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო იწერება, მათ შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (კამერები ავტომატურად ამოწმებენ ბაზაში, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება), შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, „ბასლაინში“ ავტომობილით მოძრაობაზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობით ყოველწლიურად ლიდერობს. მაგალითად, წელს 3 თვეში 15კმ-საათზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე თითქმის 531 ათასი ჯარიმა გამოიწერა. ეს კი გამოწერილი ვიდეოჯარიმების 57%-ზე მეტია.
რაც შეეხება კონკრეტულად რეგიონებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დედაქალაქშია გამოწერილი, მას მოსდევს იმერეთი, სამეულშია აჭარა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვიდეოჯარიმა გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოს რეგიონების მიხედვით: (ცნობისთვის, ამ ეტაპზე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა)
თბილისი - 431 866
იმერეთი - 143 486
აჭარა - 129 289
შიდა ქართლი - 48 943
ქვემო ქართლი - 44 069
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 43 313
გურია - 33 717
კახეთი - 20 739
სამცხე-ჯავახეთი - 19 160
მცხეთა-მთიანეთი - 12 577
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33
ამავე საანგარიშო პერიოდში, ვიდეოჯარიმებზე დარიცხული თანხის მოცულობამ 616.2 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ბიზნესპრესნიუსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე