რეზონანსი
22.08.2026

ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რასაც „ქართული ოცნება“ საუბრობდა. პირდაპირ აღიარეს „ნაცებმა“, რომ ნიკა გვარამიამ ნამდვილად გაძარცვა „რუსთავი 2“ - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაში დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია.

„ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, რომ გარე პატრონების ფავორიტი ვინ გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიებით. ამ შემთხვევაში, ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რასაც „ქართული ოცნება“ საუბრობდა. პირდაპირ აღიარეს ნაცებმა, რომ ნიკა გვარამიამ ნამდვილად გაძარცვა „რუსთავი 2“. ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი, ასე ვთქვათ, მოტივატორი არის ფული და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე და რასაც ქართული მართლმსაჯულება ამბობდა და შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიამ ითაღლითა „რუსთავი 2“-ში, დღეს უკვე ნაცებიც აღიარებენ. ერთადერთი ევრობიუროკრატები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ თურმე ის იყო პოლიტიკური დევნილი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×