რეზონანსი
22.08.2026

დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, მინისტრის მოადგილეები ვახუშტი ბაგრატიონი და ბათუ გლურჯიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. 

ადგილზე განიხილეს მშენებლობის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები. ძველ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდა, ხოლო ახალმა კონტრაქტორმა სამუშაოები უკვე აქტიურად დაიწყო

პროექტის ფარგლებში, ახალი გზის გაჭრით გამოწვეული გავლენის შემცირების მიზნით, ბუნებრივი საფარის თვითაღდგენის პროცესის დასაჩქარებლად, პროექტის დასრულებამდე დაიწყება მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოებიც. მინისტრმა კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებთან შეხვედრისას, სამუშაოების დადგენილ ვადებში, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×