
პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს რომ დედამისს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც ახლა საავადმყოფოში იმყოფება. ეკა ბესელია მადლობას უხდის ყველას ვინც ამ რთულ პერიოდში მის გვერდით დგას.
"მე 15 დღე…
დილით ადრე ვნახე დედა, ისევ ძილშია… ხელოვნური სუნთქვის დახმარებით …
სიცხე არ ქონდა, პარამეტრები გაუარესებული არაა და ყოველი შემდეგი დღე გამარჯვებაა…
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც გვეხმარება.
გუშინ ვახტანგ კალოიანმა ინახულა დედა და მადლობელი ვარ ძალიან. მთავარი რაც გვითხრა, რაც კეთდება ყველაფერი საჭიროა და წინ გრძელი (რთული) გზა გვაქვს გასავლელი.
ყველაფერს ვერ ვწერ… ეტაპობრივად შევძლებ, მაგრამ მადლიერება არ მტოვებს…
არაფერი იკარგება ამ სამყაროში და მჯერა შევძლებ ყველას გითხრათ მადლობა.
ახლა მთელი ჩემი ენერგია დედასკენ მაქვს მიმართული და მას ჭირდება. აქამდე სულ უპირობო სიყვარულით ჩემს გვერდით იდგა…
მჯერა დაგვიბრუნდება უფლის შეწევნით", - დაწერა ბესელიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე