
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მთაწმინდის რაიონი, რუსთაველის გამზირი N10-44 (ლუწებს), N1-31 (კენტებს), კვალის, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, აპოლონ ქუთათელაძის, თაბუკაშვილის N30-48 (ლუწებს), N 25-53 (კენტებს), გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის, ლადო გუდიაშვილის ქუჩებს.