რეზონანსი
22.11.2021

 ახლო აღმოსავლეთიდან მინსკში ათასობით მიგრანტის გადაფრენა და იქიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრამდე მათი უკანონოგადაყვანა სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ ორკესტრირებული მორიგი ჰიბრიდული ოპერაცია, ამჯერად ევროპული სოლიდარობისგამოსაცდელად. ლიეტუვა და პოლონეთი ამ გამოცდას ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით აბარებენ.

ერებს უნდა ჰქონდეთ უფლება დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი ბედი და მომავალი. ბელარუსი არ არის ასეთი სახელმწიფოდა 2020 წლის აგვისტოდან, მისი რუსეთზე დამოკიდებულება ყოველთვიურად იზრდება. მოსკოვის მიზანი მინსკთან ე.წ. საკავშიროსახელმწიფოს შექმნაა. გარდა ამისა, ბელარუსი ხდება სამხედრო საწვრთნელი პოლიგონი ისეთი რუსული ჰიბრიდული ოპერაციებისთვის,როგორიც 2021 წლის მაისში, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი თვითმფრინავის გატაცება იყო, რა დროსაც ლუკაშენკოს კრემლთან აქტიურიკონსულტაციები ჰქონდა. მსგავსი ფენომენია მიგრაციული კრიზისიც, რომელიც ბელარუსის მხარეს, პოლონეთთან, ლიეტუვასა დალატვიასთან არსებულ საზღვრებზე შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მინსკი მიგრანტებს ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს.

ბელარუსის მეშვეობით კრიზისის გამოწვევით, რუსეთს სურს ზეწოლა მოახდინოს მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე -რეგიონზე, რომელსაც „ახლო საზღვარგარეთს" უწოდებს. ის მიმართავს სხვა მეთოდებსაც. ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დონბასშისიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები. ჩვენი რეაგირების შესაძლებლობები ლიეტუვაში, ინჟინერიული მიგრაციის კრიზისითდატესტა. დაძაბულობა მოლდოვაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ესკალაციაში, სადაც რუსეთი დნესტრისპირეთსაკონტროლებს - მოლდოვის რეგიონი, რომელიც ქვეყანას გაყინული კონფლიქტის ზონად, რუსული სტრატეგიის ტიპურ ელემენტად გამოეყო.მოლდოვაში ღიად პროდასავლური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ გამოვრიცხოთ, რომ რუსეთმა გაყინული კონფლიქტიგაალღვოს, რათა ახალ მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.

ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმა ნიშნავს, პოლონეთისა და ლიეტუვის ერთ ნავში ყიფნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაცსაქმე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროპის სოლიდარობის სულისკვეთებით უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.ნატოს ან აშშ-ს სამხედრო დაგეგმვის თანახმად, პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ერთი და იგივე რეგიონის ნაწილია. ესმხოლოდ ბუნებრივს ხდის ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში, თუნდაც ინტერკონექტორებისმშენებლობასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ ჩვენ ვიზიარებთ სტრატეგიულ ინტერესებს მრავალ სფეროში, რაც ძალიან პრაგმატულიმიზეზია უფრო მჭიდრო პარტნიორობის განვითარებისთვის.

საერთო საფრთხეებისა და ინტერესების გარდა, პოლონეთი და ლიეტუვა იზიარებენ საერთო ისტორიას. ეს არასდროსაა ადვილი, მაგრამმიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვეცადოთ გადავხედოთ იმას, რაც გვაკავშირებს და არა იმას, რაც გვყოფს. მითუმეტეს, როგორც ჩანს, ჩვენიერების ერთობლივი თანამშრომლობა ორმხრივ ინტერესშია. ეს აშკარაა ისეთი პროექტების შემთხვევაში, როგორიცაა ლუბლინისსამკუთხედი, რომელიც ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ დააფუძნეს 2020 წელს. როგორც ლიეტუვის მაშინდელმა საგარეო საქმეთამინისტრმა, პირადად მოვაწერე ხელი ინიციატივის რეალიზების დოკუმენტს. პროექტი ეხება ჩვენს საერთო ფესვებს, კერძოდ, პოლონეთისსამეფოსა და ლიეტუვის დიდი საჰერცოგოს ტრადიციებს.

თანამეგობრობამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულგანვითარებას შეუწყო ხელი. ნამდვილად ღირს ამ მემკვიდრეობის დამახსოვრება და მისით შთაგონება. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანისიმბოლო და მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ყველანი პრაგმატული თანამშრომლობის პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ამავდროულად,ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ბელარუსი არ დავკარგოთ. საბოლოო ჯამში, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ლუბლინის სამკუთხედთან შეერთებისპერსპექტივა, სადაც მისი ადგილია ისტორიული თვალსაზრისით. ასეთი სტრუქტურა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი ევროპის ამმნიშვნელოვან რეგიონს.

 

ლინას ლინკევიჩუსი (ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×