დამოუკიდებლობის წლებში ყაზახეთში ყოველწლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა
რეზონანსი
23.11.2021

 

2020 წელს ამ მაჩვენებელმა 17 მილიარდი დოლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც 1993 წელს ინვესტიციების რაოდენობა მხოლოდ 1.3 მილიარდი იყო. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ზრდამ 30,4% შეადგინა - 11,1 მილიარდი. მთლიანობაში კი, ყაზახეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანამ 330 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია მიიღო 120 სახელმწიფოდან. მთლიანი მოცულობის დაახლოებით ნახევარი ევროკავშირის ქვეყნების ანგარიშზეა, 15% აშშ-დან, ხოლო 5% დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთისგან.

ეს საუკეთესო მაჩვენებელია ცენტრალურ აზიაში - 2018 წლის მონაცემებით რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების 60% ყაზახეთის ანგარიშზეა. 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებდა 16.8 ათასი კომპანია უცხოური კაპიტალით (ზრდა აქაც 18,1%), პარალელურად ყაზახეთი შედის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის საუკეთესო 55-ეულში.

აყველაფერი ძალიან რთულ პერიოდში დაიწყო - 90-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური არასტაბილურობისა და გაწყვეტილი კავშირების პერიოდში სწორედ უცხოური ინვესტიციები გახდა ყაზახური წარმოებების გადარჩენი მთავარი საშუალება.

სრულიად გასაგებია, თუ რატომ იყო ინვესტორთათვის მომგებიანი ყაზახეთის არჩევა - ქვეყანა ფლობს უნიკალურ ბუნებრივ რესურსებს, ამასთანავე განლაგებულია მსოფლიოს ორ უმსხვილეს ბაზარს შორის, რაც აძლევს საექსპორტო პოტენციალს და წვდომას აზიურ და ევროპულ მსხვილ ბაზრებთან. თუმცა, 90-იან წლებში სასწორზე ერთის მხრივ იდგა ეს დიდი პოტენციალი და მეორეს მხრივ რისკები შეუსწავლელის მიმართ.

დასავლეთს არ ჰქონდა წარმოდგენა ყაზახეთის საიმედოობაზე, როგორც სავაჭრო პარტნიორზე. ამასთანავე არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ბაზა და გამოცდილება - არ არსებობდა არავითარი გარანტიები სახელმწიფოს მეთაურის სიტყვის გარდა.

ზუსტად ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა მისცა პირველი სტარტი საინვესტიციო კლიმატის შექმნას - 1993 წელს მოახერხა დაეთანხმებინა შევრონის კორპორაციის მაშინდელი პრეზიდენტი კენეთ დერა დაედო ხელშეკრულება თენგიზის უნიკალურ საბადოსთან დაკავშირებით.

"მე ვიჯექი კომპანიის პრეზიდენტის ბატონ დერას პირისპირ და ვკამათობდი მასთან გადასახადებთან დაკავშირებით, რამდენი ყაზახეთს, რამდენი მას, რომელი ტერიტორია და ის მე მეუბნებოდა: ბატონო პრეზიდენტო თქვენ არ გაქვთ კანონები, არ გყავთ სპეციალისტები, არ გაქვთ ტექნოლოგიები. ასეთ პირობებში ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს? რაში ცდილობთ ჩვენს დარწმუნებას?" - ასე იხსენებდა მოგვიანებით ნურსულტან ნაზარბაევი მნიშვნელოვან ეპიზოდებს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე.

აყველაფრის მიუხედავად, ყაზახეთში კომპანია შევრონის შესვლა ერთგვარი სიგნალი იყო სხვა ისეთი მსხვილი უცხოური კომპანიებისთვის, პირველ რიგში ნავთობისა და გაზის სფეროში, როგორებიცაა: "ექსონ მობილი", "შელი", "ენი", "შევრონ თექსაკო", "ტოტალი", "ბრითიშ პეტროლიუმი", "ლუკოილი", ჩინეთის ნავთობის ნაციონალური კომპანია.

უცხოური ინვესტიციები ყაზახეთში მოზიდვის მიმართულებით ნამდვილი გარღვევა 2001 წელს მოხდა, როდესაც მკვეთრად დაიწყო ზრდა პირდაპირმა ინვესტიციებმა და 2012 წლისთვუის უკვე 29 მილირდ დოლარს მიაღწია. იმის დადასტურება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდა, გახდა საერთაშორისო აღიარება.

აყაზახეთი პირველი დსთ-ს ქვეყნებს შორის იქნა აღიარებული, როგორც საბაზრო ეკონომიკა ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ. აგრეთვე 2002 წელს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს შორის პირველმა მიიღო საინვესტიციო დონის სახელმწიფოებრივი რეიტინგი უცხოურ ვალიუტაში (Moodys InvestorServices) და 2003 წელს ვალდებულებების მხრივ ნაციონალურ ვალიუტაში (Standard&Poors).

მიმზიდველი საერთაშორისო კლიმატის ჩამოყალიბების მიმდინარე ეტაპი დაიწყო 2017 წელს - უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ამჯერად ფსონი გაკეთდა უკვე სისტემურ და კომპლექსურ მიდგომებზე. ამავე წელს მთავრობამ მიიღო 2018-2022 წლების ნაციონალური საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც შემუშავებულია მსოფლიო ბანკთან ერთად.

ამ დოკუმენტს შეიძლება ვუწოდოთ, როგორც მანიფესტ-მიმრთვა ინვესტორებს, რომელიც დეტალურად აღწერს ყაზახეთის განზრახვას გააძლიეროს საკუტარი პოზიციები უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობისას.

ძირითადი აქცენტი კეთდება ინვესტორების მოზიდვაზე არანედლეულის სექტორებზე, რომელიც პირველ რიგში ექსპორტზეა ორიენტირებული. მთელი ეკონომიკა პირობითად დაყოფილია ორ ჯგუფად. პირველი, ეს არის მოქმედი პოტენციალის სფეროები: კვებითი მრეწველობა, მეტალურგია, ქიმია და ნავთოქიმია, აგრეთვე, მანქანათმშენებლობა. მეორე ჯგუფი, ეს არის პერსპექტიული სფეროები: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ფინანსები და ტურიზმი.

პირველი გათვლილია მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაზე, მეორე შედგება იმ სფეროებისგან, სადაც ინვესტორები შესაძლოა დაინტერესებულ იყვნენ გრძელვადიან პერსპექტივაში.

ასეთი სტრუქტურა საშუალებას აძლევს ინვესტორებს მარტივად გაერკვნენ ყაზახეთის ეკონომიკაში, დაინახონ საინვესტიციო პოლიტიკის საიმედოობა და თანამშრომლობის პერსპექტივები. შედეგად, ბიზნესის გასახსნელად ყაზახეთში ახლა საჭიროა მხოლოდ 1 დღე, ხოლო უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის სულ რაღაც 3 დღე.

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში კონკურენცია ინვესტიციების მოსაპოვებლად ძალიან მაღალია და მასში იმარჯვებენ ის ქვეყნები, სადაც გარანტირებულია კაპიტალის შენარჩუნება, კანონის უზენაესობა, შექმნილია კომფორტული ბიზნეს-გარემო. აქედან გამომდინარე, ყაზახეთი ახორციელებს თანამიმდევრულ რეფორმებს ინვესტორებთან სამუშაოდ.

ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ ყაზახეთი შედის მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ისეთი მონაცემებით, როგორც ინვესტორთა უფლებების დაცვა და კონტრაქტების პირობებისადმი ერთგულება, ხოლო მსოფლიო ბანკის რეიტინგში Doing Business 2020 190 ქვეყანას შორის 25-ე ადგილი უკავია.

 

ალექსი ალექსიძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×