მარიკა ხორავა
16.09.2020

„ევროპულ საქართველოს“ პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება, რომელის ვინაობასაც ახლო მომავალში პარტია ოფიციალურად დაასახელებს, - ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების ნაწილმა უკვე დაასახელა პრემიერ-მინისტრობის თავისი კანდიდატები: „ქართულმა ოცნებამ“ - მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ - გიორგი ვაშაძე. აგრეთვე, უახლოეს მომავალში პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრობის თავისი კანდიდატისა და ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას აპირებს.

„ჩვენ  მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე სწორად არ მიგვაჩნია დისკუსიის გამართვა იმაზე, თუ ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი. თანამდებობებზე რაღაც წინასწარ ჭიდილი სრულიად არასწორი და არაადეკვატურია“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, „ვეროპული საქართველო“ ამ ეტაპზე დასახელებულ პრემიერობის არცერთ კანდიდატს არ უჭრს მხარს.

„არავის მხარს არ დავუჭერთ ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ახლა არ არის დრო  ვილაპარაკოთ რაღაც თანამდებობებზე, რაღაც მოუკვლელი დათვის განაწილებაზე. სხვა პარტიებს თავისი ხედვა აქვთ. ჩვენ კონკრეტული ხედვა გვაქვს. ცვლილებები უნდა მოხდეს და გეგმა უნდა არსებობდეს. ამ ცვლილებებზე ვართ ახლა ფოკუსირებული“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×