ია აბულაშვილი
02.10.2020

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რომელიმე პარტიამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ", 40%-იანი ჩამკეტი ბარიერი გადალახოს,მაგრამ „ოცნება" მაინც პირველ ადგილზე გავა და იძულებული იქნება, ერთიანი კოალიციური მთავრობა შექმნას. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნება, შეიძლება ახალი არჩევნები დაინიშნოს" - ასეთია კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის პროგნოზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

არჩევნებმდე ერთი თვე რჩება და „ოცნებაში" უკვე აცხადებენ,რომ კოალიციური მთავრობა გამორიცხულია, ვინაიდან მთავრობისფორმირება ერთპარტიულად შეუძლიათ და იმედოვნებენ, რომ მომავალარჩევნებში 60%-ს აიღებენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ოცნებას" შეუძლია, იოცნებოს, მაგრამ მასთან კოალიციურ მთავრობას არც ერთი ოპოზიციური ძალა არ შექმნის.

„მთავარი არის ბოლო ორი კვირა, ბოლო ორ კვირაში გამოჩნდებაყველაფერი და არც ასეთი დაპირისპირება და ძალადობა იქნებაპარტიებს შორის, თუმცა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რომელიმე პარტიამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ", 40%-იანიჩამკეტი ბარიერი გადალახოს. ვვარაუდობ, რომ მმართველი გუნდი 35%-ს აიღებს, მაგრამ ის მაინც პირველ ადგილზე გავა, საერთო ჯამში, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამიტომ იძულებული იქნება, ერთიანი კოალიციური მთავრობა შექმნას.

ვინ დათანხმდება, პროგნოზი რთულია, ალბათ დათანხმდებიან „პატრიოტთა ალიანსი", კუკავა და სხვა პარტიები. საბოლოოდ კი, თუგაჭირდა და ახალი არჩევნების ჩატარების საფრთხე დადგა, „ლელო" შეიძლება წავიდეს კომპრომისზე, პატარა ვაშაძეც დაფიქრდეს და ასე შეკოწიწდეს. „ოცნებასთან" კოალიციური მთავრობის შექმნას არდათანხმდება ნინო ბურჯანაძე, არც „ნაციონალები", ან ვინ მიუშვებს, „ევროპული საქართველო", რადგან ეს იქნება მათი სახელის საბოლოოდ გატეხვა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათი მთავარი კონკურენტი არა „ოცნება", არამედ „ნაციონალური მოძრაობაა", რაც პარადოქსია. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნა, არ გამორიცხავ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. სალომე ზურაბიშვილი იძულებული იქნება, ხელახალი არჩევნები დანიშნოს," - განაცხადა „რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×