მარიკა ხორავა
03.10.2020

„ქართულ ოცნებას" კოალიციის შექმნა არ დასჭირდება და აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას კოალიციის გარეშე შეძლებს - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას" ყველანაირი რესურსი აქვს 100 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში.

„არავინ იცის ჯერ-ჯერობით ვინ რამდენ ადგილს აიღებს. რეალობაა, რომ დღეს ლიდერი პარტია „ქართული ოცნებაა". სამწუხარო რელობაა, მაგრამ დიდი ალბათობით მას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. რთული სათქმელია 100 თუ 80 ადგილს აიღებენ.

„მგონია, რომ კოალციის გარეშე მოახერხებენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას. არ მგონია არჩევნებმა მეორე ტურის გარეშე ჩაიაროს, მაგრამ 50% გადალახავენ პროპორციულში. ხმების საკმაო რაოდენობა „ქართულ ოცნებას" ექნება და რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციასთან კოალიციაში შესვლა არ დასჭირდება. ალბათ 50% ნაკლები მაჟორიტარებით შეძლებენ დააკომპლეკტონ აღმასრულებელი ხელისუფლება და 76 მანდატზე მეტი მიიღო. ყოველ შემთხევევაში ჯერ-ჯერობით ესე ჩანს. ვნახოთ უშუალოდ არჩევნების წინა კვირას რა იქნება.", - განაცხადა ძაბირაძემ.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას" ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ 100 დეპუტატით იყვნენ წარმდგენილნი შემდეგ პარლამენტში.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, თუმცა, ამას რა თქმა უნდა, ამომრჩეველი გადაწყვეტს.

„დღევანდელი განწყობა არის ისეთი, რომ კოალიციური მთავრობა გამორიცხულია, „ქართულ ოცნებას" ერთპარტიულად შეუძლია მთავრობის ფორმირება", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×