ია აბულაშვილი
25.10.2020

„ხელისუფლებას გაუჭირდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, თუმცა პროპორიულ არჩევნებს მაინც „ოცნება“ მოიგებს. ოპოზიციას არ აქვს ამომრჩევლის ის მხარდაჭერა, რომ პროპორციულ არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეს“, - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არჩევნებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებზე საუბრისას.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ყველა კვლევებით „ოცნება“ ყველა ქალაქსა და რეგიონში მოიგებს. ოპოზიცია კი თავის გამარჯვებას აანონსებს და ხელისუფლებას ოპოზიციაში გადასასვლელად მომზადებას ურჩევს.

„როდესაც ხელისუთფლება რეიტინგს კარგავს, ეს ძირითადად აისახება მსხვილ დასახლებულ ქალაქებში, მაგალითად თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. ამიტომ ამ ქალაქებში მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება გაუჭირდება, განსაკუთრებით თბილისში, რომლიც ზედმეტად ინფორმირებული და პოლიტიზირებული ქალაქია. ამ ქალაქებს შეიძლება დაემატოს გორი და თელავიც. თუცმა, საბოლოო ჯამში, პროპორციულ არჩევნებს მოიგებს „ოცნება“. დიდი ალბათობით თბილისში სამ მაჟორტარულ ოლქში გაიმართება მეორე ტური, ეს შეიძლება იყოს გლდანი, ვაკე და საბურთალო.

„რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, ოპოზიცას არ აქვს ამომრჩევლის ისეთი მხარდაჭერა, რომ პროპორციული არჩევნები მოიგოს. მაგალითად, სამცხე ჯვახეთსა და ქვემო ქართლში, მიუხედავად დაპირისპრებისა, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ხმას მაინც სახელისუფლებო გუნდს მისცემს, ასეა უკვე 30 წელია.  მაჟორიტარებში კი, მაგალითად, დმანისში და კიდევ ორ რაიონში შეიძლება მეორე ტური გაიმართოს, მაგრამ აქაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მეორე ტურში ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვებს. სააკაშვლის წინასაარჩევნო ხრიკებმა კი შეიძლება ხელისუფლებას გამარჯვების უფრო მეტი საშუალება მისცეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×