ია აბულაშვილი
30.11.2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ირაკლი კობახიძის აზრით, პირველი მოსმენტით უკვე მიღებულ კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ სრულად პროპორციული წესითა და შემცირებული საარჩევნო ბარიერით ჩატარდება არა „მომდევნო საპარლამენტო არჩევნები“, არამედ 2024 წლის საპარდამენტო არჩევნები. ოპოზიცია ამას ვადამდელი არჩევნების გარდაუვალობითა და მის მიმართ ხელისუფლების შიშს უკავშირებს.

მმართველი პარიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისევე, როგორც ჩანაწერი საარჩევნო ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან.  კობახიძის პოზიციაა, რომ ჩანაწერი „მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული უნდა იყოს იყოს.

„კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, 2024 წლამდე არჩევნები არ იქნებაო და მეორე მხრივ უნდა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩასწორებები შეიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებებში.  ეს არის შიში. „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს გააზრებული, რომ მძიმე ვითარება ვერ გაგრძელდება და დიდი ალბათობით, ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მივა", - აცხადებს „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარძის თქმით კი, „ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს მორიგ მცდელობას, რომ პალამენტს და საზოგადოებას თავზე გადახიონ უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილება და მოუწოდებენ მმართველ გუნდს, რომ აღებული ვალდებულება შეასრულოს.

„საკონსტიტუცო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, „ქართული ოცნება“ ცდილობს შეთანხმება კვლავ დაარღვიოს. თუ მათ შეუძლიათ ასე ცვალონ აღებული სიტყვა, რა მნიშვნელობა აქვს მათთან თანამშრომლობას. არ გამოვა, რომ გახადონ სავაჭრო საგანი, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების“ ის ნაბიჯი, რომელიც დაამთავრებს ყველ ილუზიას, რომ ამ ძალასთან რაიმე საუბარს აზრი აქვს“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კობახიძის ამ პოზიციას აფასებს, როგორც მისი მხრიდან თავის დაზღვევსას და არ გამორიცხავს, რომ შეძლება ქვეყანაში მართლაც დადგეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.

„კობახიძემ თქვა ის, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი, როცა დატოვეს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება - რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და შეიძლება ვიმსჯელოთ ბარიერის დაწევაზე, ისიც შეიძლება 2024 წლიდანო. ანუ უარი ადრევე თქვეს. 

„აქ არის ლოგიკის პრობლემა - თუ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ჩანაწერის ამოღებას?! ვფიქრობ, კობახიძემ ეს იმიტომ თქვა, რომ თავი დაიზღვიოს, რადგან შეიძლება ქვეყანაში დადგეს ისეთი ვითარება, რომ აუცილებელი გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ეს შეიძლება იყოს განპირობებული ოპოზიციის მოთხოვნით, ან სულაც შეიძლება საჭირო გახდეს „ოცნების“ შიგნით გამოწვეული პრობლემებით. ანუ, 2024 წლამდე თუ ჩატარდება არჩევნები გაიმართოს იმავე სიტემით, როგორც დღეს არჩეული პარლამენტია - ამის გარანტია უნდათ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×