თამთა ჩაჩანიძე
02.12.2021

სააკაშვილი აშკარად თვითგანდიდების მანიითაა შეპყრობილი, როგორც მან თქვა, რეგიონალური ლიდერი და უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია. კი ბატონო, თუკი უკრაინის მაღალი თანამდებობის პირია, მაშინ უკრაინის საზღვარი უკანონოდ რატომ გადაკვეთა, უკანონოდ საქართველოში რატომ შემოვიდა და ხელისუფლების დამხობას რატომ აპირებდა?- ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ისაუბრა, რომლითაც გამოეხმაურა 2 დეკემბერს ექსპრეზიდენტის პროცესზე მისი გამოსვლას.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სააკაშვილის ეს მიმართვა იდენტური იყო იმ გამოსვლისა, როცა 29 ნოემბერს 7 ნოებმრის საქმეზე წარსდგა.

„სააკაშვილის ეს გამოსვლა წინამორბედს ლამის ტყუპის ცალივით ჰგავდა, რადგან ის თავს აბსოლუტურად არაფერში დამნაშავედ არ გრძნობს, ახლაც ცდილობს, რომ ყველაფერი სხვას გადააბრალოს და ხელი შეაწმინდოს, ისევ საკუთარი დამსახურებისა და მიღწევების წინ წამოწევას და ამით იმის გადაფრვას ცდილობს, რაც მისი ხელისუფლების დროს ხდებოდა.

„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილი აშკარად თვითგანდიდების მანიითაა შეპყრობილი. ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენა აქვს, როგორც მან თქვა, რეგიონალური ლიდერი და უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია. კი ბატონო, თუკი უკრაინის მაღალი თანამდებობის პირია, მაშინ უკრაინის საზღვარი უკანონოდ რატომ გადაკვეთა, უკანონოდ საქართველოში რატომ შემოვიდა და ხელისუფლების დამხობას რატომ აპირებდა?

„წარმოიდგინეთ, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი კონტეინერში, უკანონდ ჯერ უკრაინის, მერე საქართველოს საზღვარს კვეთს და მოდის იმ გეგმით, რომ ხელისუფლება დაამხოს. მსგავსი პრეცენდენტი სადმე გინახავთ? აქედან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ბევრი რამ, რაც ილაპარაკა, მის წინააღმდეგ უფრო მოქმედებდა, ვიდრე სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, მისი ფანები და მიმდევრები ვერ აღიქვამენ და ცდილობენ, რომ აღმატებულ რანგში წარმოაჩინონ.

„აღსანიშნავია, რომ როგორც ახლა, ისე წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლეები განსაკუთრებულად მოზომილები იყვნენ, რომ სააკაშვილს თავისი უფლებები გამოეყენებინა. ვფიქრობ ეს იმიტომ კეთდება, დასავლეთში კითხვები არ დარჩეს, რომ სააკაშვილმა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ გამოიყენა. აშშ-ის ელჩმა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი მაკონტროლებელი გახდა, კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაავშირებით, რომ სააკაშვილს ორჯერ მიეცა საშუალება, საკუთარ სასამართლო პროცესს დასწრებოდა, მიეცა სრული უფლება, რომ გამოსულიყო და თავი დაეცვა," - განაცხადა მან.

ანჯაფარიოძე მიიჩნევს, რომ ენმ პოლიტიკურ დივიდენდებს, მათ შორის დასავლეთთან, ძალიან სწრაფად კარგავს.

„მე ვფიქრობ ამით „ქართული ოცნება" და პრინციპში სასამართლოც ცდილობენ, რომ სააკაშილს, მის მომხრეებს დასავლეთში პოლიტიკურ დევნილობაზე ბოლო არგუმენტებიც გამოაცალონ. „ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ დივიდენდებს ძალიან სწრაფად კარგავს, დღეს ვნახეთ, რომ გაცილებით უფრო ნაკლები ხალხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია ტელეეთერიდან მოუწოდებდა, სასამართლოსთან მოდითო. გარდა ამისა, პროცესს დასავლეთი აკვირდება, ხედავს, რომ ენმ ძირითადად საპროტესტო მუხტით, დესტაბილიზაციით, არეულობის ორგანიზებითაა დაკავებული და არ სურს, რომ დასავლური გადმოისახედიდან ცივილურ საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთონ.

„დასავლური სამრეკლოდან რომ შევხედოთ, მათი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება მოწონებული ის, რასაც ენმ და მასთან აფილირებული წვრილ-წვრილი პარტიები აკეთებენ, მეორე ის, რომ თვით „ნაცმოძრაობის" მომხრე ანალიტიკოსებიც კი ამბობენ, რომ დიდი ამბით შექმნილმა კოალიციამ, მიმზიდველობა და პოლიტიკური წონა ერთგვარად უკვე დაკარგა, კოალიცია ჯერ კიდევ შექმნილიც არ იყო, რომ აზრთა სხვაობა წარმოიშვა. ყოველ შემთხვევაში, სასამართლოსთან აქციებში ამ პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობს, აქედან გამომდინარე, დღეს ვხედავ, რომ ენმ გაცილებით უფრო წამგებიან მდგომარეობაშია, ხოლო „ქართული ოცნება" კი იმის დემონსტრირებას ახდენს, რისი დანახვაც დასავლეთს უნდა, რომ ის ქვყანაში სტაბილურობის გარანტია. დღეს დასავლეთს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ საქართველოში სტაბილუროიბა იყოს, არ აირიოს და ამით რუსეთმა არ ისარგებლოს, ამას ჯერ კიდევ ევროკავშირის ემისარი დანიელსონი ეუბნებოდა," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×