ია აბულაშვილი
26.05.2022

"ამ ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 1918 წლის 26 მაისს, ევროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასებულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებთანაც სრულ შესაბამისობაში იყო.

"1991 წელს აღდგნილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებას დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა"- ასეთი იყო საქართველოს პრემირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილი თავისუფლების მოედნიდან, იმ ადგილიდან, ასიოდე მეტრში, სადაც 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ერთოვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს კი, პრემიერის განცხადებით, ქვეყანა განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ხვდება - საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ამით კი საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

"ევროპულ ფასეულობისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა მამულიშვილთა მოღვაწეობა.

"თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთი დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება. ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვაძლევს რწმენას, რომ აღმოსავლეთის და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურით და ენით, ნამდვილად იმსახურებს გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეუბლი წევრი.

"დღეს საქართველო ევროპისგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას"- ამ სიყვების მიმართა პრემიერმა რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას.

"ევროპისაკენ"- ამ სლოგანით გაიხსნა დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს დედაქალაში. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი თბილისში, მატანში, დმანისში, ხევსურეთში, ფოთსა და შემოქმედში ერთდროულად დადეს.

აღიმართა სახელმწიფო დროშა, ბავშვთა კაპელამ სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. პირველად აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი, რომელიც შეასრულა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების ტაძრის საპატრიარქოსა და თბილისი ოპერის თეატრის გუნდებმა.

საქართველოს დამკიდებლობის დღე აღინიშნა მსოფლიოს მასშტაბით, შვეიცარიაში, ფინეთსა და უნგრეთში; იატალიაში, ვატიკანში, ესპანეთში, პოლონეთში, დანიაში და სხვა ქვეყნებში.

საქართველოს დროშის ფერებში განათდა პირველად ეგვიპტეში ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. კანადაში, ნიაგარის ჩანჩქერზე მეორედ გამოიხატა საქართველოს დროშა. სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დროშის ფერებში გამოიხატა სტამბულის ულამაზესი ხიდი. ბელგიაში, ბრიუსელის საიმბოლო, "მანეკენ პისის" ცნობილი ქანდაკება ქართულ ჩოხაში იყო შემოსილი.

ნიუ- იორკში გამართულ საქართველოს დამკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შორს ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო, საქართველოს დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია. ბრიტანეთის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცლები". იაპონიაში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო "ვეხიტყაოსანის" ილუსტარციები, ქართული ანბანისა და ეროვნული სამოსიის ნიმუშები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×