მარიამ ნებულიშვილი 31.07.2020

„აშშ-ის სენატორების ერთი ჯგუფის პოზიციას არავითარი გავლენა საარჩევნო სიტუაციაზე არ ექნება," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამერიკელი სენატორების წერილს. ამის მიზეზად ის საზოგადეობის დიდ ნაწილს ასახელებს, რომელიც საერთოდ არ არის დაინტერესებული პარტნიორების განცხადებებით და მისთვის აქტუალური სოციალური პრობლემებია.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.07.2020

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. ისინი ფინანსური ზარალის ანაზღაურებასა და ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ.
|
ელზა პაპოშვილი 30.07.2020

რა ინფორმაციას ატარებს 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი, ამას უკვე ამერიკელი გამომძიებლები დაადგენენ. ოჯახის სურვილით, ისევ ხელახლა დალუქულ კომპიუტერს, რომლის სკანირებაც ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში უკვე დასრულდა, დალუქავენ და ამერიკელ გამომძიებლებს დაელოდებიან, რომლებიც იქ არსებულ ინფორმაციას შეისწავლიან. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციისთვის საქმის გადაცემას მიესალმებიან და ამბობენ, რომ გამოძიების უკეთ წარმართვისთვის ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
|
ია აბულაშვილი 30.07.2020

"რურუა ციხეში იქნება, თუ გარეთ პოლიტიკურ პროცესებზე და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. არც ოპოზიციას აქვს დღეს იმის შანსი, რომ რურუას გამო საპროტესტო ტალღა ააზვირთოს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბიარძე საქალაქო სასმართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც გიორგი რურუას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით მიესაჯა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.07.2020

კორონავირუსი კაცობრიობას უკვე დაუნდობლად ანადგურებს, შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან ყოველ ერთ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა, ვითარება ბრაზილიაშიც და ინდოეთშიც უკიდურესად გამწვავებულია.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.07.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიციაში სერიოზული რყევებია. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" ფაქტობრივად იშლება, გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო დაპირისპირებაც კი მოხდა. ასევე რესპუბლიკურ პარტიას ეთიშება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილიც.
|
ია აბულაშვილი 29.07.2020

„ოპოზიცია ფაჩიკოს გარმონივით დაიშალა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილებს, მხოლოდ ერთი იდეა აერთიანებდათ, რომელსაც ჰქვია სკამი და ეს სკამი ვერ გაიყვეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზციაში შექმნილ ვითარებას.
|
ელზა პაპოშვილი 29.07.2020

სროლა პანკისში - გუშინ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა. ვერსიებთან დაკავშირებით ქავთარაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, რომელშიც მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს. მაშინ 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს, ქავთარაშვილი კი დაჭრეს.
|
ია აბულაშვილი 29.07.2020

„ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, „ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდოო, მაგრამ თვითონ ისეთი „ჩაუტარეს" თავის უახლოს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე. გადაგდებაცაა და გადაგდებაც, ყველას აჯობეს გადაგდებაში" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ უთანხმოებას.
|
ელზა პაპოშვილი 29.07.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ საეჭვო მოვლენები ვითარდება. აღმოჩნდა, რომ გოგონა სოფელ მაწევანში 18 ივლის საღამოს საათებში ნახეს, შემდეგ კი უკვე 19 ან 20 ივლისს ის 17 წლის ადგილობრივმა უკვე დილის საათებში ავტომობილით კვლავ მათ სოფელში დაინახა. როგორც თვითმხილველი ამტკიცებს, მან ამის შესახებ მშობლებს უამბო, მათ კი საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.07.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ოჯახს და მის ადვოკატს კიდევ უფრო მეტი ეჭვი მას შემდეგ უჩნდება, რაც სამართალდამცველებმა პროგრამისტი გოგონას კომპიუტერი ჯერ კიდევ ვერ გახსნეს. როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ უცნობია, რას ინფორმაციას ინახავს ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, რომელიც გარდაცვლილს საგულდაგულოდ აქვს დაშიფრული.
|
ია აბულაშვილი 28.07.2020

"შანსები ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, პირველ ტურში მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ვერ მიიღებს 50%-ზე მეტს, რომ გამარჯვებული იყოს, ამიტომ იქნება მეორე ტურები და სავარაუდოდ ერთმანეთს "ნაციონალური მორაობის" და ხელისუფლების მაჟორიტარი კანდიდატები დაუპირისპირდებიან"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების შანსებზე საპარლამენტო არჩევნებში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|