ელზა პაპოშვილი
05.03.2021

შარლ მიშელის ვიზიტიდან 3 დღის შემდეგაც ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ ჩამოყალიბდა, როდის შედგება შეხვედრა, სადაც  მიშელის მიერ შეთავაზებულ 6-პუნქტიან გეგმაზე უნდა ისაუბრონ. სულ უფრო მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ 16 მარტს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოპოზიციასთან კონკრეტული შეთანხმეებით ჩავიდეს. ხელისუფლება ამბობს, რომ თუ ოპოზიცია 2 დღეში კონკრეტული წინადადებით არ მიმართავს, ბრიუსელში საკუთარი ხედვით წავლენ. ოპოზიციაში კი გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელისუფლებისთვის შესათავაზებელი კომპრომისი პლებისციტი იყოს, თუმცა აქაც აზრთა სხვაობა გაჩნდა.

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2021

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ პლებისციტზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კრიტიკულად შეაფასა, მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას სააკაშვილი არ იღებს და შესაბამისად მისი მოსაზრებები ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

ია აბულაშვილი
05.03.2021

პლებისციტის ჩატარებაზე პოლიტიკურ ძალებში დაწყებულ დისკუსიასთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ თუ ძირითადი პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან, პლებისციტს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარადაუვალი გახდება.

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2021

ვითარების განმუხტვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი პლებისციტია, რომელიც იმდაგვარად უნდა ჩატარდეს, რომლის შედეგებიც არცერთმა მხარემ კითხვისნიშნის ქვეშ არ დააყენოს, აქამდე კი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდნენ, ასეთია „რეზონანსთან" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოქალაქეებს ჰკითხონ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები.

ელზა პაპოშვილი
05.03.2021

გახდება თუ არა პლებისციტი ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მოლაპარაკების საგანი? - ამის შესახებ ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ და შესაძლაო მათ შორის დაპირისპირების მიზეზიც კი გახდეს, რადგანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაა, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს.  ჯერჯერობით ამის შესახებ ხელისუფლება კონკრეტულ პასუხს არ ამბობს, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფს. 

ია აბულაშვილი
05.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობით კომპრომისულ ვერსიაზე შეთანხმების მიღწევის ვადა 16 მარტს იწურება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რაზე შეჯერდებიან მხარეები ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე? ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ, გარდა ვადამდელი არჩევნებისა შეთანხმება ყველა საკითხზე შეიძლება.

თამთა ჩაჩანიძე
04.03.2021

ოპოზიცია მოლაპარაკებების დაწყებამდე პროტესტის მუხტს ანელებს. ბოლო ორი დღეა არ აქტიურობენ ამ მხრივ ანტისამთავრობო აქციების მონაწილე ის ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტებს უწოდებენ. თუმცა გუშინ რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ დღის წესრიგს არ ცვლიან და ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ. იფიცებიან, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კავშირი არა აქვთ და საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ. თუმცა პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ისინი პარტიების ერთგვარ ახალგაზრდულ ფრთას უფრო წარმოადგენენ, ვიდრე დამოუკიდებელ მოთამაშეებს.

თამთა ჩაჩანიძე
04.03.2021

დღეს ბაიდენს რუსეთი ჩინეთთან დაპირისპირებისთვის ბრძოლაში სჭირდება, რომ კრემლმა ამერიკასა და ჩინეთს შორის საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს. ბაიდენის ადმინისტრაცია კი ამბობდა, რომ მისი პრიორიტეტი რუსეთის შეკავება იქნებოდა, მაგრამ შეკავება ათასნაირად შეიძლება, სხვათა შორის ტრამპი უფრო ხისტი შემაკავებელი იყო, ვიდრე ბაიდენი, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.

ია აბულაშვილი
04.03.2021

პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ გამოვიდნენ ამ ვაკხანალიიდან, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება ჰქვია. მისი თქმით, დღეს პოლიტიკური აქტორები ვერ ქმნიან მრავალფროვან პოლიტიკურ პროდუქტს, იყენებენ კომუნიკაციის ყველაზე მახინჯ ფორმას და ყველანაირად ცდილობენ ადამიანების დიდი მასა ჩააბან ფსიქოპატიაში.

თამთა ჩაჩანიძე
04.03.2021

ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში მთავრობა შეზღუდვების დაბრუნებას აპირებს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან დაასახელა ქვეყანაში არსებული გამოწვევები და ფიქრობს, რომ სწორედ ამაზე უნდა იყოს მიმართული მთელი ძალისხმევა და არა „უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე".

ია აბულაშვილი
03.03.2021

ევროპა საქართველოს საკითხს 16 მარტს ბრიუსელში განიხილავს და ამ დროისთვის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ქვეყნისთვის სასიკეთოდ საკითხების გადაწყვეტა უნდა მოახერხონ, რისი ოპტიმისტური მოლოდინიც პოლიტოლოგებს არ აქვთ. მათი აზრით, ორკვირიან ვადაში მხარეებმა სულ მცირე კომპრომისს მაინც უნდა მიაღწიონ, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს და ორივე ხისტ პოზიციაზე რჩება.

თამთა ჩაჩანიძე
03.03.2021

რეგულაციების გახსნის შემდეგ, კოვიდ-19-ის ყოველდღიური მაჩვენებელი ისევ იმატებს - ვაქცინის შემოტანის კონკრეტული თარიღი ისევ არ ვიცით, ამასობაში კი ახალი შტამების გავრცელების გამო, მსოფლიო მეოთხე ტალღის საშიშროების წინაშეა. რა გველის იმ პირობებში, როცა ბრძოლის მთავარი იარაღი ჯერ კიდევ არ გვაქვს და ეკონომიკაც ექსპერტების შეფასებით კიდევ ერთ დარტყმას ვეღარ აიტანს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×