ენერგეტიკოსი: „წყვდიადში და უბედურებაში ყოფნა არ გამოვა. საჭიროა ფიქრი, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ჰესი აშენდეს"
გვანცა წულაია
06.05.2021

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში ჩაერთოს. ამის შესაბამისი განცხადება გუშინ გაკეთდა, სადაც ნათვამია, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება ნებისმიერ მხარეს შეხვდება. რაიონის ხეობის მცველები კი აცხადებენ, რომ მათთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არავის ჰქონია. 

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე,  გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩაერთვება „ნამოხვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში, იქნება შუამავალი მხარეებს შორის და აღნიშნულ პროცესს წარმართავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებით ყველა დოკუმენტისა და პროცედურების შეფასების მიზნით.

„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურების დაცვით მომზადებულ დოკუმენტაციას, - აღნიშნავს დირკ ბუშლე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების რელიზში, რომლის მიხედვითაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არაერთხელ მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და გამოხატეს შეშფოთება ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების თაობაზე. 

რიონის ხეობის მცველებმა „რეზონანსისგან“ შეიტყვეს, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება მზადაა მხარეებთან შესახვედრათ და პოზიციების დასაახლოვებლად.  

„ამ დრომდე, ჩვენთან არავის არ ჰქონია კომუნიკაცია და თქვეგან შევიტყვეთ, რომ მსგავსი წერილი გამოქვეყნა ევროკავშირის ენერგეტიკულმა საბჭომ საქართველოში, მზად ვართ, ყველა მხარესთან ღია და საჯარო მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩვენი გაცხადებული პოზიცია იყო თავიდანვე. 

ამ ეტაპზე ვემზადებით აქციებისათვის, ძალიან მალე გამოქვეყნედება იმ ქალაქების სია, თუ სად და რომელ რიცხვში ჩატარდება აქცია. მეტ დეტალზე ახლა არ მინდა საუბარი. ეს იქნება 23 მაისს თბილისში ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციებიასთვის სამზადისი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ვარლამ გოლეთიანმა. 

რაც შეხება ენერგეტიკოსების პოზიციას,  საკუთარი მოსაზრებას საზოგადოებას უზიარებს ანზონ ჭითანავა, რომელიც თავის დროზე აქტიურად მონაწილეობდა ენგურისა და ჟინვალის წყალსაცავების მშენებლობაში. მას არ აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ მკვლევარებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს და ამის გამო, საფრთხე გვემუქრება.

„წყვდიადში და უბედურებაში ყოფნა არ გამოვა. მგონი, უნდა მოვეშვათ ერთსა და იმავეს მტკიცებას და საჭიროა ფიქრი, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ჰესი აშენდეს. ამისათვის აუცილებელია ყველა დეტალი იყოს გათვალისწინებული. 

არის სეისმოლოგიური, სანიტარული კომპონენტები, ეკოლოგიური მიმართულებები. ყველა ამ დეტალს აქვს თავის კრიტერიუმები. ჰესებში ყველა კრიტერიუმი იყრის თავს, რადგან ის მრავალმხრივი ნაგებობაა.  

ჩვენი გაკეთებული პროექტი შეცვლილია, ადგილები სხვაგან გადატანილია, სქემები და ა.შ.  მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან არ მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ნამოხვანის პროექტირებაში სერიოზული შეცდომებია დაშვებული და ამის გამო, საფრთხე გვემუქრება. შეიძლება იქ რაღაც აკლია. მგდარდობის, სიმტკიცის და სხვა მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტეტიუმებს. არსებობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტების და ამას უნდა შეესაბამდებოდეს. აქაც ვერ ვხედავ, რომ რაიმე მოულოდნელობა და განსაცვიფრებელი შეცდომა ვინმემ დაუშვა. 

თუმცა პროექტში სრულად არ არის ასახული ყველა ის მოვლენები, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება. ამიტომ საჭირია მასზე მუშოაბ და დახვეწა. ეს კი საჭიროა და უნდა გაგრძელდეს კიდეც მუშოაბა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ანზორ ჭითანავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×