რეზონანსი
02.02.2021

 ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება. დაწესებული შეზღუდვა ორი დღეა, მოიხსნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები ახლო მომავალში გამოცოცხლდებიან და ძველებურად განაგრძობენ მუშაობას. პირველი ეტაპისთვის ფრენის სიხშირე ნაკლები იქნება, რაც ავიაბილეთების ფასის ზრდას გამოიწვევს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს გადაადგილებაზე გაზრდილი ტარიფი და შეიძლება თუ არა, შემცირდეს მგზავრთა რიცხვი.

ნინა გარდაფხაძე
01.02.2021

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალური გადასახადებისგან მოსახლეობა გათავისუფლებულია. მთლიანი ხარჯი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  მეტად მნიშნვნელოვანი პროგრამის დრო უკვე იწურება და თებერვალში დასრულდება კიდეც, თუმცა ეკონომიკის ამუშავებამდე ჯერ შორია. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე შემოსავლის გარეშე სახლში გამოკეტილი რჩება. ამ დროს წინ კიდევ ერთი ცივი თვე, მარტია. ,,ბიზნესრეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად აუცილებელია მოსახლეობისთვის კიდევ ერთი თვით, სუბსიდირების გაგრძელება და როგორ მოახერხებენ ნაწილობრივ ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, სამსახურდაკარგული ადამიანები გადასახადების გადახდას.

ირაკლი ლომიძე
01.02.2021

 კომენდანტის საათის შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება. მთავრობა შეზღუდვების მოხსნის სამზადისშია და უკვე დადგენილია,  რომ 2-3 კვირაში სრულად გაიხსნება როგორც ბაზრობები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, თუმცა  კომენდანტის საათის თუნდაც 1 ან 2 საათით შემსუბუქებაზე დაზუსტებით არაფერია ცნობილი. სპეციალისტების, მათ შორის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციაში მყოფი ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, მთავრობა პროცესებს დააკვირდება და თუკი ეპიდემიის მაჩვენებელი შემცირებას გააგრძელებს, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაიკლებს, შესაძლებელია კომენდანტის საათის შემსუბუქდეს. თუმცა ამ დაკვირვებამ, მინიმუმ, 14 დღე უნდა მოიცვას. მოხსნაზე კი ლაპარაკი არ იქნება.

ირაკლი ლომიძე
01.02.2021

 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა. კლება კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობით არის განპირობებული. ფაქტობრივად, ნავთობპროდუქტების თითქმის ყველა მიმართულებას დაეტყო მსოფლიიო პანდემიის გავლენა. ეს პროცესი არც საქართველოსთვის არის გამონაკლისი. იმპორტი უარყოფით ტენდენციას ინარჩუნებს და გაუმჯობესდება თუ არა ვითარება 2021 წელს, წინასწარ საუბარი ჭირს. სანამ ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა არ გამოსწორდება და ქვეყანა ვირუსს საბოლოოდ არ დაამარცხებს, ყოველგვარი პროგნოზის გაკეთება ფუჭი საქმეა.

ირაკლი ლომიძე
01.02.2021

 ლარს ჯერჯერობით ვერაფერი ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები უკვე მხოლოდ "ბიმაჩ" პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება, კურსზე ეს ფაქტორი ვერ იმოქმედებს, თუმცა ვაჭრობის მიმდინარეობისას კომერციული ბანკების მიმართ გაჩენილ სპეკულაციურ ეჭვებს გააქრობს. ფინანსისტები პროგნოზირებენ, რა ელოდება ეროვნულ ვალუტას უახლოეს პერიოდში.

გვანცა წულაია
28.01.2021

 საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს. გადაწყვეტილება სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაიდო. ამ გზით კი, შესაძლოა, ქვეყანაში არსებული სახელმწიფო საწარმოები მასობრივი პრივატიზაცია დაიწყოს.სპეციალურად ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

ირაკლი ლომიძე
28.01.2021

 კორონავირუსის გამო შემცირებულ ეკონომიკას  კრიზისამდელი პოზიციის დასაბრუნებლად, სულ მცირე 3-4 წელი დასჭირდება. ეს დროა საჭირო იმისათვის, რომ კრიზისში მყოფმა დარგებმა მდგომარეობის სრულად გაუმჯობესება მოახერხონ და ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნონ როგორც რიგითი მოქალაქეებმა, ასევე ბიზნესმაც. ამ მდგომარეობის მისაღწევად ხელისუფლებას დიდი სიძნელეების გადალახვა დასჭირდება. 

გვანცა წულაია
28.01.2021

 თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება. კოვიდ პასპორტი, ტესტირება, მკაცრი კონტროლი - ეს იმ რეგულაციების მცირები ჩამონათვალია, რომელიც ავიასფეროში დაწესდება. რეგულარულ ფრენაზე დაწესებული შეზღუდვა სულ რაღაც 2 დღეში მოიხსნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიასექტორი მალევე გამოცოცხლდება, ამას დრო და კარგად დაგეგმარება სჭირდება. დღევანდელი გადასახედიდან შესაძლებელია, მხოლოდ ზაფხულის სეზონზე აღადგეს ავიამიმოსვლა და ისიც არა დიდი დატვირთვით. 

ირაკლი ლომიძე
27.01.2021

 2020 წლის განმავლობაში აფხაზეთმა  დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1,5-მილიონიანმა თბილისმა. ეს ფაქტი საბოლოოდ შესაძლოა იმის საფუძველი გახდეს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკა შეიცვალოს. ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ ეს საკითხი ,,ენგურჰესის“ რეაბილიტაციი შემდეგ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, რადგან აფხაზეთის ენერგომოხმარება საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება და ასე ვერ გაგრძელდება. მით უმეტეს, ცნობილია, რომ ქართული მხარის მიერ მიწოდებული დენის უდიდესი ნაწილი კრიპტოვალუტის გამომუშავებას ხმარდება.

გვანცა წულაია
27.01.2021

 ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, ვადაზე ადრე მოიხსნას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე, რასაც მოსახლეობა ყოველდღე უფრო აქტიურად ითხოვს. გახსნის მიახლოებითი თარიღი კი, „რეზონანსის“ ინფორმაციით, 1-ლი მარტის ნაცვლად, 15 თებერვალი იქნება.

გვანცა წულაია
26.01.2021

 ზამთრის ტურიზმი ისევ მძიმე მდგომარეობაშია და ვითარების გამოსწორება შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხერხდეს. საქართველოს მთავრობა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დათმობაზე წასვლას არ აპირებს, პირველი თებერვლიდან სათხილამურო კურორტები არ ამუშავდება, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ უამრავი სასტუმრო და ტურისტული კომპანია გაკოტრდება.

გვანცა წულაია
26.01.2021

 ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისთენრ ჯორჯიას“ გარშემო სკანდალი ისევ გრძელდება. ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია თანამშრომლების მხრიდან უკმაყოფილების ადრესატი არაერთხელ გამხდარა, რადგან ისინი ვალდებულებებს არ ასრულებენ და დასაქმებულებს ანაზღაურების გარეშე ხშირად ტოვებენ. ასე მოხდა ამჯერადაც. შესაბამისად, მოტყუებული თანამშრომლები იძულებულნი არიან, საპროტესტო აქციას ხშირ-ხშირად მიმართონ.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×