ია აბულაშვილი
16.03.2021

სვეტიცხოველი უნიკალურია თავისი არქიტექტურითა და ფრესკებით, თუმცა განსკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა, რომელიც უფლის დიდებას ასახავს. საკურთხევლის კარნიზში ჩატანებულია ასომთავრული წარწერა - „მოსავთა შენითა დამატკიცებელო ქრისტე ღმერთი, დაამტკიცე ეკლესია შენი“.

საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია იესო ქრისტეს ფრესკა, რომელიც  შეიქმნა მე-11 საუკუნეში. ქრისტე გარშემორტყმულია ცეცხლოვან ბორბალზე მჯდომი სერაფიმებით და ქერუბიმებით. ქვემო რეესტრში გამოსახულია ღვთისმშობელი, ქრისტეს მოციქულები და იოანე ნათლისმცემლი.  

საკურთხევლის ერთ-ერთ კედელზე გამოსახული არიან მთავარანგელოზები გაბრიელი და მიქაელი. ჩრდილოეთის თაღის დასავლეთი სვეტის მოხატულობა 4 იარუსად არის დაყოფილი. ერთ-ერთ იარუსზე გამოსახულია ქრისტეს ქადაგება იერუსალიმში.  

სვეტიცხოველი ერთადერთი ტაძარია საქართველოში სადაც გვხვდება სცენები დავითის ფასლუმუნიდან „ყოველი სული აქებდეთ უფალს“. ერთ-ერთ სცენაში გამოხატულია უფლის დიდება ცეკვით. ამ სცენის მიხედვთი შეიქმა ქართული ცეკვა „სამაია“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×