ია აბულაშვილი
13.04.2021

სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჯავახეთში მდებარეობს, მე-9 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა დიდი გუმბათიანი ეკლესია და ორ-სამ რიგად ტერასულად გამოკვეთილი გამოქვაბულები.

მემატიანეს ცნობით, ეს ადგილი, სადაც ტაძარი ააშენეს, მაშინ ტყით ყოფილა დაფარული, რაზედაც მიანიშნებდა ეკლესიაზე არსებული წარწერა - „სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმინდისა ღმრთისმშობელისაითა ეს წმინდა ეკლესია ოდეს აღეშენა, მაშინ ეს ადგილი ტყისგან არ ჩნდა“.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გუმბათოვან ეკლესიაზე არსებული მეორე წარწერა, რომელიც გვამცნობს მე-10 საუკუნეში მცხეთის ჯვრის მონასტრის სარკინოზთაგან გადაწვის ამბავს, რომელიც ასევე მოთხრობილია „მატიანე ქართლისაშიც“. წარწერაში ასევე აღწერილია მცხეთაში წმინდა ნინოს მიერ აღმართული წმინდა ჯვრის გატაცების ამბავი. ეს ჯვარი ძველ წარწერაში „ნინოს ხელად“ იხსენიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×