რეზონანსი
11.04.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს.

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი - 222, აკვრა -263) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა!

ლაშამ ატაცში 222 კილოგრამის აწევით ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც მოიგო. მანვე დაისაკუთრა აკვრაში გათამაშებული ოქროს მედალი და ჯამში საქართველოს ნაკრებს სამი ოქრო მოუტანა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას ვუსურვებ!",- წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )