რეზონანსი
12.04.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით.

„ჩვენც გვსურს ვიხილოთ საზოგადოებებისა და ეკონომიკების გახსნა, მოგზაურობისა და ვაჭრობის განახლება. მაგრამ ახლა, ბევრ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ივსება და ხალხი კვდება და ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. კორონავირუსის პანდემია შორსაა დასრულებისგან, თუმცა ოპტიმიზმის უამრავი მიზეზი გვაქვს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებამ ცხადყო, რომ ამ ვირუსის და მისი ვარიანტების შეჩერება შეიძლება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )