რეზონანსი
13.04.2021

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 290 129-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )