რეზონანსი
16.04.2021

​ლატვიის ელჩს მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების არსი, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა აქტორებიც შემოუერთდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი.

ელჩი მიესალმა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, ხაზგასმით გამოთქვა კმაყოფილება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიულოცა პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა პოლიტიკური აქტორებიც შემოუერთდებიან“, – აღნიშნავს ბექა ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )