რეზონანსი
10.05.2021

ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. მას პარლამენტში ველოდებით, - ამის შესახებ პარლამენტარმა და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ნიკა მელიასთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა. რაზეც გვქონდა სალაპარაკო, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები“, განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვდება, ვისაც სურვილი ექნება. „ზოგადად, ვინც ჩვენთან სალაპარაკოდ მოდის, ლაპარაკი ძალიან გვიყვარს და არავის არ გავურბივართ. პირიქით, მივესალმებით, ყავას დავალევინებთ, დიდი ხანი ვისაუბრებთ. დანარჩენი ალიანსი, კოალიცია, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×